სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის ფარგლებში ორგანიზებული ბსუ-ს VI საერთაშორისო კვირეული დასრულდა

სურათი

ბსუ-ში დასრულდა ,,ერაზმუს+“-ის ფარგლებში ორგანიზებული ბსუ-ს  VI საერთაშორისო კვირეული. უცხოელი სტუმრები შეხვდნენ ბსუ-ს ფაკულტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, აკადემიურ პირებს, გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს, ბსუ-ში სწავლის შესაძლებლობებს, უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სასწავლო კაბინეტებს, ლაბორატორიებს, ასევე, მოინახულეს რეგიონის კულტურული და ისტორიული  ღირსშესანიშნაობები.

პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორებმა  ბსუ-ს სტუდენტებს საჯარო ლექციები წაუკითხეს, ხოლო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კვირეულის მონაწილეებს წარუდგინეს საკუთარი უნივერსიტეტები.

კვირეულის მონაწილე აკადემიური და ადმინისტრაციული პირების შუამდგომლობით, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მალტის MED.E.A-ს (უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი ხმელთაშუაზღვისპირეთის, ევროპისა და აფრიკისთვის); თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა ასევე  პოლონეთის 3 უნივერსიტეტთან: State University of Applied Sciences in Koszalin; University of Applied Sciences in Wałcz; Academy of Physical Education and Sport of Gdansk.

მემორანდუმების საფუძველზე განხორციელდება სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლა,  სხვა ერთობლივი საერთაშორისო პროექტები.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა სემინარი ერთობლივი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა  და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.

ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ კვირეულში მონაწილე უცხოელ კოლეგებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სერტიფიკატები გადასცა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: [email protected]
     

სიახლის გამოწერა

OSZAR »